|
2023-01-07 12:09:00, 934 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი სააკაშვილზე - შიგნით მისი მეგობრები თუ გარეთ მფარველები ცდილობენ, ხელი შეუშალონ მართლმსაჯულების აღსრულებას
როგორც ვნახე, მისი ციხეში ყოფნა არის პუტინის ინტერესში. არ ვიცი, თუკი სანდრო გირგვლიანის მკვლელის ხელის დამფარებლის, ვალერი გელაშვილის ცემის ორგანიზატორის ციხეში ყოფნა არის პუტინის ინტერესი, მგონი, აქ ადამიანებს არეული აქვთ ერთმანეთში, რა არის მართლმსაჯულება და რა არის პოლიტიკა. ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩის, მაიკლ მაკფოლის მიერ, The Washington Post-ში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სტატიას. მისივე თქმით, სააკაშვილის ქვეყნის შიგნით და საზღვრებს მიღმა მყოფი მეგობრები გაფაციცებით ცდილობენ ხელი შეუშალონ მართლმსაჯულების აღსრულებას, რაც იმედგამაცრუებელი ფაქტია. მან დასძინა, რომ სასჯელის გადავადება ექიმების და სასამართლოს კომპეტენციაა და არა კომენტატორების და პოლიტიკოსების. „როგორც ვნახე, მისი ციხეში ყოფნა არის პუტინის ინტერესში. არ ვიცი, თუკი სანდრო გირგვლიანის მკვლელის ხელის დამფარებლის, ვალერი გელაშვილის ცემის ორგანიზატორის ციხეში ყოფნა არის პუტინის ინტერესი, მგონი, აქ ადამიანებს არეული აქვთ ერთმანეთში, რა არის მართლმსაჯულება და რა არის პოლიტიკა. ეს არის ყველაზე მთავარი, რომ მართლმსაჯულებას ხელი არ შეეშალოს და ასეთი განცხადებები მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება, ხელი შეუშალონ მართლმსაჯულების აღსრულებას. სანდრო გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ თქვა, ყველას ახსოვს, რამდენად აღშფოთებული იყო სასამართლო, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, ხელი შეეშალა ამ საქმეზე, მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებისთვის. დღეს, ჩვენ ვხედავთ ზუსტად იმავეს, ზუსტად ამ საქმეზე, სანდრო გირგვლიანის საქმეზე იხდის სასჯელს მიხეილ სააკაშვილი და ვხედავთ, შიგნით მისი მეგობრები თუ გარეთ მისი მფარველები, როგორ ცდილობენ, ხელი შეუშალონ მართლმსაჯულების აღსრულებას და ეს არის ყველაზე იმედგამაცრუებელი იმ ფონზე, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, რომ გარკვეული ჯგუფი ასე გაფაციცებით ცდილობს, მიხეილ სააკაშვილს სასჯელი აარიდონ. რაც შეეხება სასჯელის გადავადებას, ეს არის მხოლოდ ექიმების, სასამართლოს კომპეტენცია და არა კომენტატორების და პოლიტიკოსების გადასაწყვეტი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)