12:16 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-06 10:29:18, 1376 ნახვა

მსოფლიო
მიშელი - რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადება ისეთივე ყალბია, როგორც უკანონო ანექსიები და რეფერენდუმები

ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის გამოცხადება ყალბი და თვალთმაქცურია, - ასე ეხმაურება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საშობაოდ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას.

მიშელი Twitter-ზე წერს, რომ მშვიდობის დასამყარებლად ერთადერთი ნაბიჯი უკრაინიდან რუსეთის ჯარების გაყვანა იქნებოდა.

"არის აგრესორი - კრემლი და მსხვერპლი - უკრაინელი ხალხი. რუსეთის ჯარების გაყვანა ერთადერთი სერიოზული გადაწყვეტილებაა მშვიდობისა და უსაფრთხოების აღდგენისთვის. ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის გამოცხადება ისეთივე ყალბი და თვალთმაქცურია, როგორც უკანონო და აბსურდული ანექსიები და მათი თანმხლები რეფერენდუმები", - ამბობს შარლ მიშელი.

შეგახსენებთ, გუშინ, 5 იანვარს რუსეთის პრეზიდენტმა 6 და 7 იანვარს ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 6 იანვარს, მოსკოვის დროით 12:00 საათზე უნდა ამოქმედდეს და 7 იანვრის 00:00 საათამდე დარჩეს ძალაში. აღსანიშნავია, რომ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებამდე, "საშობაო ზავის" დაწესების ინიციატივით რუსეთის პატრიარქი კირილი გამოვიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics