|
2023-01-05 16:47:20, 1346 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი მაკფოლზე - სააკაშვილს და მაკფოლს ქვეყნის დანგრევის ინტერესი აქვთ
მაკფოლი არის ადამიანი, რომელსაც აქვს კონკრეტული იდეა და არის იმ პროპაგანდის ნაწილი, რისთვისაც სააკაშვილის „ახლობლობა“ საკმაოდ სერიოზულ, სოლიდურ თანხას იხდის. ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატმა გია ვოლსკი, The Washington Post-ში გამოქვეყნებულ წერილს, სადაც მაიკლ მაკფოლი მიხეილ სააკაშვილის შესახებ წერს. მისივე თქმით, სააკაშვილის და მაკფოლის ინტერესი ერთია, ქვეყნის დანგრევა, რომელიც საქართველოს დესტაბილიზაციას უქადის, მათ ეს მიზანი ჯერ-ჯერობით ვერ შეასრულეს და ვერც შეასრულებენ. "მაკფოლი არის ადამიანი, რომელსაც აქვს კონკრეტული იდეა და არის იმ პროპაგანდის ნაწილი, რისთვისაც სააკაშვილის „ახლობლობა“ საკმაოდ სერიოზულ, სოლიდურ თანხას იხდის. არ ვამბობ, რომ მაკფოლი პირადად ხელფასს იღებს აქედან, მაგრამ ისიც ამ პიარის ნაწილია, თუ თანაავტორი არა. რა ინტერესი აქვს სააკაშვილს, რომ ეს ქვეყანა დაანგრიოს, იგივე ინტერესი აქვს მაკფოლს, რომ სააკაშვილს დაუჭიროს მხარი. სააკაშვილს შეკვეთას აძლევს, რომ ცუდად იყოს. ეს მათი გეგმაა. რა ინტერესი აქვს სააკაშვილს, რა ინტერესი აქვს კეზერაშვილს, რა ინტერესი აქვს იმ შემადგენლობას, რომელიც საქართველოს დესტაბილიზაციას უქადის. ჯერჯერობით ვერ შეასრულეს, ვერც შეასრულებენ. ამ გეგმის ნაწილია მაკფოლიც. რა ინტერესი აქვს კუბილიუსს. ის ინტერესი აქვს, რა ინტერესიც აქვთ „ნაცმოძრაობას" და მის ტელევიზიებს." - განაცხადა ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)