11:21 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-02 11:08:05, 1533 ნახვა

საზოგადოება
2023 წლის შემდეგ დაბადებული დევნილი სახელმწიფოსგან ბინას ვეღარ მიიღებს

ძალაში შესული კიდევ ერთი კანონის თანახმად, 2023 წლის შემდეგ დაბადებული დევნილი სახელმწიფოსგან ბინას ვეღარ მიიღებს. ძალაში შევიდა კანონი, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ორგანოებს დევნილების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება 2023 წლის 1-ელ იანვრამდე დაბადებულ პირებთან მიმართებით ექნებათ. იმ პირების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა კი, რომლებიც 2023 წლის 1-ელ იანვრამდე არასრულწლოვანები არიან, მათი აღმავალი შტოს ოჯახის წევრებთან ერთად მოხდება და მომავალში ინდივიდუალურად საცხოვრებლის მოთხოვნის უფლება აღარ ექნებათ.

ამავე კანონის მიხედვით, სახელმწიფო ორგანოების მხრიდან საცხოვრისით უზრუნველყოფის ვალდებულება გავრცელდება 2023 წლის 1-ლი იანვრის შემდეგ დაბადებულ იმ პირებზეც, რომელთა ორივე მშობელი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფამდე გარდაიცვალა.

ამასთან, დეკემბერში დამტკიცებული კანონის თანახმად,  2023 წლიდან საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება 10%-ით იზრდება.

2023 წლიდან ავტომობილის რეგისტრაციის მოწმობისა და სანომრე ნიშნის საფასური იზრდება

ასევე მიმდინარე წლიდან ცივი იარაღის ტარებაზე სანქციები მკაცრდება. კანონმდებლობის გამკაცრების თაობაზე ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა, შესაბამისი პროექტი კი პარლამენტმა დაამტკიცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hürriyet: თურქეთის მიერ რუსეთისგან შეძენილი S-400-ები სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანას მიჰყიდეს
თბილისში დააკავეს 1 პირი, რომელმაც არასრულწლოვანი დანით დაჭრა და მიიმალა
CNN: ისრაელი ლიბანს უახლოეს დღეებში ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილს დაუბრუნებს
თეთრ სახლში ილია თოფურიას ორთაბრძოლის დროს, თავდასხმა იგეგმებოდა - 8 ეჭვმიტანილი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics