00:06 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-28 22:19:50, 817 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი - პრეზიდენტი თუ გამოდის და ამბობს, რომ მე ვარ ბულინგის მსხვერპლიო, მაშინ სახლში უნდა წავიდეს

პრეზიდენტი თუ გამოდის და ამბობს, რომ მე ვარ ბულინგის მსხვერპლიო, მაშინ სახლში უნდა წავიდეს, - განაცხადა პარტია "ლელოს" წევრმა, დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, თუ პრეზიდენტი ვერ უმკლავდება ბულინგს და ხალხს შესჩივის, რომ მე რა ვქნაო ? ის როგორ დაიცავს სხვას ?!. მან დასძინა, რომ პრეზიდენტი მხოლოდ ტაშის კვრის დროს არ უნდა იყო.

"სახელმწიფო მეთაური, პრეზიდენტი თუ გამოდის და ამბობს, რომ მე ვარ ბულინგის მსხვერპლიო, მაშინ სახლში უნდა წავიდეს, ანუ პრეზიდენტი თუ ვერ უმკლავდება ბულინგს, მაშინ ვინ უნდა დაიცვას მან, როგორი მთავარსარდალია ქვეყნის შეიარაღებული ძალების თუ აქეთ შემოგჩივის, რომ მე რა ვქნა, აქედან ის მირტყამს, იქიდან ის მირტყამსო? აბა, მარტო ტაშის კვრის დროს ხარ პრეზიდენტი, ან პრემიერი, ან პარლამენტის წევრი და თავმჯდომარე?" - განაცხადა უსუფაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics