|
2022-12-22 13:56:37, 856 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი სააკაშვილზე - სხვა პატიმრებთან შედარებით, პრივილეგირებულ მდგომარეობაშია
ყველამ ნახა ვიდეო-კადრების ხილვის შემდეგ, რომ ის არის რეალურად სხვა პატიმრებთან შედარებით, პრივილეგირებულ მდგომარეობაშიც კი,- ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. წულუკიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილი სასჯელს იხდის საპატიმროში და როცა ამის საჭიროება არსებობს, სამედიცინო სექტორშიც. „სასჯელს სააკაშვილი იხდის საპატიმროში და როცა ამის საჭიროება არსებობს, სამედიცინო სექტორში. კონკრეტულად ამ მომენტში გახლავთ სამოქალაქო სამედიცინო სექტორში გადაყვანილი, სადაც ყველამ ნახა ვიდეო-კადრების ხილვის შემდეგ, რომ ის არის რეალურად სხვა პატიმრებთან შედარებით, პრივილეგირებულ მდგომარეობაშიც კი. უნდა გადავადდეს თუ არა სასჯელი, ამას წყვეტს მოსამართლე. ამას ჩვენი ქვეყნის კანონის თანახმად ვერ წყვეტს სხვა ვერავინ. ამიტომ, მე ყველას მოვუწოდებდი მათ შორის, სხვა ჩვენი მეგობარი ქვეყნების მაღალჩინოსნებს, პოლიტიკოსებს, პირველ პირებსაც კი, რომ პატივი სცენ საქართველოს კანონებს და საქართველოს შიგნით მიმდინარე პროცესებს. მეტი არ ვიცი რა შეიძლება, ამ თემაზე კიდევ მრავალჯერ ითქვას“,- განაცხადა წულუკიანმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ცნობით. შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობის განხილვა მიმდინარეობს. პროცესს კლინიკა "ვივამედიდან" მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა. ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა. აღნიშნულს წინ უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)