20:22 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-14 15:38:58, 1185 ნახვა

საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 2023 წლის ბიუჯეტი გაიზარდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 2023 წლის ბიუჯეტი 26 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც მიმდინარე წლის დაზუსტებულ ბიუჯეტზე 17,6%-ით (3, 882 მილიონი ლარი) მეტია.  

უწყების ცნობით, გაზრდილი ბიუჯეტი  ითვალისწინებს დეპარტამენტის სამსახურების ინფრასტრუქტურის შესაბამისი სტანდარტით მოწყობას და აღჭურვას, მათ შორის, ორი ახალი ოფისის მშენებლობას ქუთაისსა და თელავში. ასევე - ლაბორატორიული კვლევების ხარჯებს, ტექნიკური მომსახურების ხარჯს, სამსახურების სხვადასხვა სახის ტექნიკით უზრუნველყოფას. 

მათივე ცნობით, გაზრდილი ბიუჯეტი ხელს შეუწყობს დეპარტამენტის უფრო მეტად ეფექტიან ფუნქციონირებას, რაც გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების გამოვლენის, აღკვეთისა და პრევენციისთვის უმნიშვნელოვანესია.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics