09:50 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-06 20:42:31, 1365 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი გრიგოლია მიხეილ სააკაშვილის ძალით კვებაზე - როცა ადამიანი გონზეა, აკრძალულია საერთაშორისო დადგენილებით

"ძალით კვება ზონდით, როცა ადამიანი გონზეა, აკრძალულია საერთაშორისო დადგენილებით" - ამის შესახებ სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრი ექიმი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა გიორგი გრიგოლიამ განაცხადა.

"კლინიკაში ყველა ძალიან კარგად აცნობიერებს, რომ პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად მძიმდება. თუ ადამიანი ჯერ კიდევ გონზეა, და ის განზრახ არ იღებს საკვებს, ამას ჰქვია შიმშილი და თუ იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში, ეს ყველაფერი უნდა დაფიქსირდეს ისტორიაში და ამას ხელი უნდა მოაწეროს პაციენტმა, რის შემდეგაც კლინიკა თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან". - აცხადებს გრიგოლია.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ "ადამიანი გონზეა, ძალით კვება საერთაშორისო დადგენილებით იკრძალება".

ვივა მედის კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით,  თუ მიხეილ სააკაშვილი გააგრძელებს შერჩევით კვებას შერჩევით დღეებში, მაშინ კლინიკა იძულებული გახდება ის ზონდით კვებაზე გადაიყვანოს. 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
შსს - ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა და იკითხება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics