22:42 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-05 17:16:51, 1878 ნახვა

რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტში, ევროსტანდარტების შესაბამისი მრავალფუნქციური სასწრაფოს შენობის მშენებლობა დაიწყო

ქედის მუნიციპალიტეტში, ევროსტანდარტების შესაბამისი მრავალფუნქციური სასწრაფოს შენობის მშენებლობა დაიწყო.

სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან გენადი ანანიძესთან ერთად მოინახულა.

გარდამავალი პროექტის ფარგლებში აშენდება კაპიტალური შენობა, რომელიც აღჭურვილი იქნება წყლისა და კანალიზაციის სისტემით, შიდა ელ.მომარაგებით, გათბობა, გაგრილება ვინტილაციით, კომპიუტერული და სატელეფონო ქსელებით, ასევე სახანძრო უსაფრთხოების სისტემით.

კეთილმოეწყობა გარე ფასადი და პარკინგის ადგილი.

სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,მშენებელი 2016" ახორციელებს. მშენებლობაზე დასაქმებული არიან ადგილობრივები.

ქედის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, მრავალფუნქციური სახლის მშენებლობისთვის, ადგილობრივ ბიუჯეტში 344 197 ლარია გათვალისწინებული.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics