10:39 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-02 20:10:18, 1697 ნახვა

პოლიტიკა
საქართველო პირველ ქართულ-აზერბაიჯანულ სამართლებრივ ფორუმს მასპინძლობს

ბათუმში ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და მისმა აზერბაიჯანელმა კოლეგა ფიქრათ მამადოვმა გახსნეს,ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით,სამართლებრივი ფორუმის მიზანი ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის გამოცდილების გაზიარება და სამართლებრივი ურთიერთობის გაღრმავებაა. ღონისძიებაში მონაწილეობენ საქართველოსა და აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრების მოადგილეები; სასამართლო ხელისუფლების, პროკურატურის, ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენლები.

ფორუმზე იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერება, სერვისების დიგიტალიზაცია, პენიტენციური და პრობაციის სისტემების გაძლიერება, სამართლებრივი ურთიერთდახმარება; განიხილავენ კონკრეტულ ინიციატივებსა და მიმართულებებს სამომავლო თანამშრომლობისათვის.

სამართლებრივი ფორუმი იმ მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებაა, რომელიც ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრებს შორის გასულ წელს ვენეციაში, ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, დაიწყო. მიმდინარე წლის მარტში, რატი ბრეგაძის ბაქოში ვიზიტისას, ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოსა და აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროებს შორის, რომელიც, სხვა ღონისძიებებთან ერთად, ყოველწლიური ერთობლივი სამართლებრივი ფორუმის გამართვას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics