|
2022-11-23 15:37:06, 1841 ნახვა
მსოფლიო
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს
ევროპარლამენტის წევრებმა სტრასბურგში პლენარულ სესიაზე მიიღეს რეზოლუცია, რომელიც რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს. რეზოლუციას მხარი 494-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 58, ხოლო 44-მა თავი შეიკავა.
დოკუმენტის მიხედვით, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოს „გაფართოვდეს სანქციების ქვეშ მყოფი პირების სია“. რეზოლუცია „მოუწოდებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას და პოტენციურ კანდიდატს შეუერთდნენ ევროკავშირის სანქციების პოლიტიკას“. ევროპარლამენტი ასევე იწვევს ევროკომისიას და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს "განიხილონ შესაძლო ზომები ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ დაეხმარონ რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში. ევროპარლამენტარების რეკომენდაციებს შორის არის „დაუყოვნებლივ და სრული ემბარგო ევროკავშირიდან რუსული წიაღისეული საწვავისა და ურანის იმპორტზე, ასევე „ჩრდილოეთის ნაკადი1“ და „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ გაზსადენების სრული უარყოფა. შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთის ფედერაციას ტერორისტულ რეჟიმად მოიხსენიება და გახდა პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა. ამასთან, კვირის დასაწყისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ გამოაქვეყნა რეზოლუცია, რომელიც რეკომენდაციას უწევს რუსეთის გამოცხადებას „ტერორისტულ რეჟიმად“. აღსანიშნავია ასევე, რომ ოქტომბერში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) მიიღო მსგავსი რეზოლუცია.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)