21:07 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-09 12:31:38, 733 ნახვა

პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი ევროკომისიაში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი სამუშაო ვიზიტით ბელგიის ქალაქ ბრიუსელში იმყოფება, სადაც დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრების გამართვა ევროკომისიაში. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, შეხვედრებისას განხილული იქნება საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები, ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება და თანამშრომლობის სხვა პრიორიტეტული მიმართულებები. ასევე განიხილავენ საქართველოს ევროსტრუქტურებში მეტი ინტეგრაციის საკითხებს.

ვიზიტის ფარგლებში, ლევან დავითაშვილი შეხვდება ევროკომისრებს ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ფინანსური სტაბილურობის, ფინანსური მომსახურების და კაპიტალის ბაზრების კავშირის, სამეზობლოს და გაფართოების, ბიუჯეტის და ადმინისტრაციის და ვაჭრობის საკითხებში და მათთან ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს განიხილავს.

ვიზიტის მსვლელობისას, დაგეგმილია ვიცე-პრემიერის შეხვედრა ევროკონტროლის გენერალურ დირექტორ ემონ ბრენანთან, რომლის დროსაც განხილული იქნება ურთიერთობები სამოქალაქო ავიაციის მიმართულებით.   





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics