|
2022-11-08 13:20:33, 1023 ნახვა
პოლიტიკა
კელი დეგნანი - ნებისმიერი რამ, რაც დაასუსტებს მედია თავისუფლებას, ასუსტებს დემოკრატიის საძირკველს
ნებისმიერი რამ, რაც დაასუსტებს მედია თავისუფლებას, ასუსტებს დემოკრატიის საფუძველსა და საძირკველს,- ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მედია თავისუფლება არის უაღრესად მნიშვნელოვანი ჯანსაღი დემოკრატიისთვის. "ამერიკის შეერთებული შტატები არ ერთვება ხოლმე ევროპარლამენტის განხილვებში, შესაბამისად არ მაქვს კომენტარი. რაც შეეხება მედია თავისუფლებას, მიგვაჩნია, რომ მედია თავისუფლება არის უაღრესად მნიშვნელოვანი და ამიტომაც ვუჭერთ მხარს საქართველოში ბოლო 30 წლის მანძილზე, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ჯანსაღი დემოკრატიისთვის - ამას ამბობს, როგორც აშშ-ს, ასევე საქართველოს კონსტიტუცია და ნებისმიერი რამ, რაც დაასუსტებს მედია თავისუფლებას, ასუსტებს დემოკრატიის საფუძველსა და საძირკველს",- განაცხადა დეგნანმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით, სალომე ზურაბიშვილს 12-მა ევროპარლამენტარმა მიმართა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დარჩა. მოსამართლეთა კოლეგიამ მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც გვარამიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, ძალაში დატოვა.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)