|
2022-10-21 16:37:01, 1077 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის დაზვერვა - ოკუპანტებმა კახოვკას ჰესი აპრილში დანაღმეს და ახლა ისინი ტერორისტული თავდასხმების სერიას ამზადებენ
რუსმა ოკუპანტებმა კახოვკას ჰესი ჯერ კიდევ აპრილში დანაღმეს და ახლა ჰესის სამთო საკეტებსა და საყრდენებზე სამუშაოებს აწარმოებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს. უწყებაში ამბობენ, რომ ოკუპანტები ამ ტერიტორიაზე ტერორისტული თავდასხმების სერიას ამზადებენ. "განადგურების საფრთხის ქვეშ იმყოფება კახოვსკის წყალსაცავის კაშხალი და კახოვსკის ჰიდროელექტროსადგურის ბლოკები. კაშხლის აფეთქება წინასწარ იყო დაგეგმილი - ძირითადი დანაღმვის სამუშაოები ჯერ კიდევ აპრილში განხორციელდა. მიმდინარე კვირაში კახოვის ჰესის საკეტები და საყრდენები დამატებით დანაღმეს. კაშხალზე დამონტაჟებულია 2 სამხედრო სატვირთო მძღოლის გარეშე. ორივე მანქანა სრულად არის დატვირთული ასაფეთქებელი ნივთიერებების ყუთებით. თუ ეს გეგმები განხორციელდება, ათობით უკრაინული დასახლება, მათ შორის ხერსონი, დაზარალდება. ამ შემთხვევაში, ეკოლოგიური კატასტროფის მასშტაბები ბევრად გასცდება უკრაინის საზღვრებს და გავლენას მოახდენს შავი ზღვის მთელ რეგიონზე", - ნათქვამია დაზვერვის ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ხერსონში მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ოლქის ე.წ. გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვლადიმირ სალდომ მაშინ მოსახლეობის ევაკუაციის მიზეზად დაასახელა წყალდიდობის საფრთხე, რომელიც მისივე თქმით, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალზე უკრაინელი სამხედროების იერიშს შესაძლოა გამოეწვია.
Politico: ნატოს ქვეყნები რუსეთთან ომის შემთხვევაში თავდაცვას აძლიერებენ
ირანი საზოგადოებრივი აზრის გასაკონტროლებლად ხამენეის დაკრძალვის გაშუქების ერთიან წესებს აწესებს
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენებასთან დაკავშირებით, 7 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)