20:00 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-20 11:08:17, 1309 ნახვა

საზოგადოება
„არ ჩაგატარებინებთ არჩევნებს“ - თსუ-ს სტუდენტები რექტორის თანამდებობაზე ჯაბა სამუშიას არჩევას აპროტესტებენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტები აქციას მართავენ. ისინი რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელის, ჯაბა სამუშიას არჩევას აპროტესტებენ.

სტუდენტები შენობაშიც შევიდნენ და ის სივრცე დაიკავეს, სადაც რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები უნდა ჩატარდეს. ახალგაზრდებს ცოცხალი ჯაჭვი აქვს გაკეთებული და პიკეტირებული აქვთ 107-ე აუდიტორია.

"გაუგონარი უსამართლობა ხდება. დღეს დილიდან არალეგიტიმურად მობილიზდა აკადემიური საბჭო  და გადაწყვიტეს, რომ ერთადერთი კანდიდატი დანიშნონ რექტორს თანამდებობაზე. ამ ადამიანს არანაირი კომუნიკაცია არ აქვს სტუდენტებთან. მას არანაირი პოზიცია არ დაუფიქსირებია ჩვენს პრობლემებზე",- ამბობს თსუ-ს სტუდენტი. 

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ აკადემიურ საბჭოს გადადგომის თხოვნით მიმართა. მისი თქმით, გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მიიღო, რის შესახებაც საუნივერსიტეტო საზოგადოება ინფორმირებული იყო.

შარვაშიძეს გადადგომის შემდეგ, თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კონკურსში მონაწილეობისთვის კომისიაში მხოლოდ ერთი კანდიდატის განაცხადი შევიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics