15:50 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-14 13:57:30, 1133 ნახვა

მსოფლიო
თურქეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ჟურნალისტების 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

თურქეთის პარლამენტმა მიიღო პრეზიდენტ რეჯეფ ტაიფ ერდოღანის მიერ წარდგენილი კანონი, რომელიც დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ჟურნალისტებისა და სოციალური მედიის მომხმარებლებისთვის 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კანონპროექტს ოპოზიციონერი დეპუტატები, ევროპული ქვეყნები, ვენეციის კომისია და მედიათავისუფლების დამცველები აკრიტიკებდნენ, ვინაიდან მათი აზრით, ის სიტყვის თავისუფლებას საფრთხეს უქმნის.

"ყველაზე მეტ შეშფოთებას კანონის 29-ე მუხლის იწვევს, რომელიც თურქეთის უსაფრთხოების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის 1 დან 3 წლამდე წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- წერს გამოცემა.

აღსანიშნავია, რომ კანონი საბოლოო დამტკიცებისთვის პრეზიდენტს გადაეგზავნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ჩვენ გვჭირდება შემაკავებელი ორდერი“- ტრამპი მელონის კიდევ ერთხელ დასცინის
ლუკაშენკო: ბელარუსს ბრძოლა არ სურს, მაგრამ მტრის წინაშე თავს არ დახრის
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics