|
2022-10-10 14:27:51, 1257 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი ოლაფ შოლცთან ერთად G7-ის სასწრაფო შეხვედრას ითხოვს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან G7-ის სასწრაფო შეხვედრას ითხოვს,- აღნშნულის შესახებ, პრეზიდენტი ამის Twitter-ზე წერს. მისი თქმით, შოლცთან რუსეთზე ზეწოლის გაზრდა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენაში დახმარებაც განიხილა. „შევთანხმდით ოლაფ შოლცთან, გერმანიის კანცლერთან, რომელიც ხელმძღვანელობს G7-ს, ჯგუფის სასწრაფო სხდომის მოწვევაზე. დაგეგმილია ჩემი გამოსვლა, რომელშიც ვისაუბრებ რუსეთის ფედერაციაში მომხდარ ტერაქტებზე", - წერს ზელენსკი. სახელმწიფოს მეთაურის თქმით, მან ასევე ისაუბრა საფრანგეთის ლიდერ ემანულ მაკრონთან. „ჩვენ განვიხილეთ ჩვენი საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, მკაცრი ევროპული და საერთაშორისო რეაქციის აუცილებლობა და გაზრდილი ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე “,- დასძინა ზელენსკიმ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის თქმით, G7 ქვეყნების შეხვედრა ხვალ, 11 ოქტომბერს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ დღეს 10 ოქტომბერს, დილით, უკრაინის ქალაქები დაბომბვის ქვეშ მოექცა. მედიისა და ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით თავდასხმის ქვეშ მოექცა კიევი, ხმელნიცკი, ჟიტომირი, ტერნოპილი, ლვოვი, კრემენჩუგი, კრივი რიჰი, ხარკოვი, კონოტოპი, ოდესა და დნიპრო. ამასთან აღსანიშნავია, რომ უკრაინის ქალაქებში, რუსეთის შემოჭრის დღიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნის თქმით, რუსულმა ჯარებმა უკრაინას 75 რაკეტა ესროლეს. მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ კიევში დაიღუპა 8 ადამიანი, ხოლო 24 დაშავდა
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)