02:24 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-05 12:29:59, 963 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს კამპანიის - „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანიის - ”ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში, გრძელდება საინფორმაციო შეხვედრები სხვადასხვა სკოლაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ბათუმში, N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლისა და N14 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან გამართეს შეხვედრა.

შს სამინისტროს ცნობით, საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოზარდებს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს მართლწესრიგის შესახებ მათთვის საჭირო და აქტუალურ თემებზე: ბავშვთა უფლებები (ასაკის შესაბამისად), ნაადრევი ქორწინება, ბულინგი და ორგანიზებული დანაშაული.

უწყების ინფორმაციით, ღონისძიებები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სამართალდამცველებმა მოსწავლეების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს და მათთვის საინტერესო თემებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

კამპანიას - „ემეგობრე პოლიციას“ განგრძობითი ხასიათი ექნება და საზოგადოებრივი საინფორმაციო-შემეცნებითუ ღონისძიებები და შეხვედრები სხვადასხვა სკოლაში ქვეყნის მასშტაბით კიდევ ხუთი რეგიონის გაიმართება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics