02:55 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-02 11:49:20, 1676 ნახვა

რეგიონი
ბათუმმა ტურიზმის „ოსკარი“ მოიპოვა

World Travel Awards- ის დაჯილდოების ცერემონიაზე ბათუმმა ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ჯილდო მოიპოვა.

აჭარის მთავრობის ცნობით, კუნძულ მალიორკაზე, ბათუმი ასევე ოფიციალურად დასახელდა, როგორც 2023 წლის „World Travel Awards"-ის დაჯილდოების ღონისძიების მასპინძელი ქალაქი.

„აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ ტურიზმის „ოსკარის“ ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

ტურიზმის ინდუსტრიის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე ბათუმმა ისეთ მნიშვნელოვან კონკურენტებზე მოიპოვა გამარჯვება, როგორებიცაა მატერა (იტალია), დერი (ჩრდილოეთ ირლანდია), კუტნა ჰორა (ჩეხეთი), სოფია (ბულგარეთი), ბაქო (აზერბაიჯანი), ლუბლიანა (სლოვენია), ბრატისლავა (სლოვაკეთი), ბრასოვი და სიბიუ (რუმინეთი)“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics