05:05 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-01 12:55:22, 903 ნახვა

საზოგადოება
სოფელ ლამისყანაში ღია საჭიდაო არენის მოწყობის სამუშაოები კასპის მუნიციპალიტეტის მერმა დაათვალიერა

სოფელ ლამისყანაში ღია საჭიდაო არენის მოწყობის სამუშაოები კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, მერის მოადგილემ ზურაბ კოპაძემ და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა აჩიკო გიგოლაშვილმა დაათვალიერეს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს საჭიდაო არენის ლითონის კონსტრუქციების მოწყობა, გადაიხურება სახურავი, მოეწყობა მსაჯის მაგიდა და დამონტაჟდება მაყურებლის სკამები.

საჭიდაო არენის სამუშაოები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შპს „ქართული სახლი“-ს მიერ  ხორციელდება, რომლის ღირებულება 39 939 ლარია.

ვახტანგ მაისურაძის განცხადებით სოფელ ლამისყანაში ქართული  ჭიდაობა ტრადიციული და პოპულარული  სპორტის სახეობაა, რომლითაც ბევრი ახალგაზრდაა დაინტერესებული. მერიის მიზანი კი მათი სპორტული მიღწევებისთვის ხელშეწყობაა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics