15:47 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-29 10:36:53, 1234 ნახვა

პოლიტიკა
მობილიზაციისთვის თავის ასარიდებლად, ოკუპირებული ცხინვალი მოქალაქეებს დე ფაქტო პასპორტების გამოყენებისკენ მოუწოდებს

სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო რეკომენდაციას აძლევს დეპარტამენტის სამხედრო პერსონალს და სამოქალაქო პერსონალს, "საზღვრის კვეთისას" სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი გამოიყენონ,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ე.წ სამინიტრო ავრცელებს.

მათი თქმით, მოქალაქეებმა თან უნდა იქონიონ მოსამსახურის პირადობის მოწმობა, სამხედრო პირადობის მოწმობა და ცნობა სამუშაო ადგილიდან.

„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო რეკომენდაციას აძლევს დეპარტამენტის სამხედრო პერსონალს და სამოქალაქო პერსონალს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი რუსეთის ფედერაციასთან გადაკვეთონ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტით. მათ შორის, თან გქონდეთ სამხედრო მოსამსახურის პირადობის მოწმობა, სამხედრო პირადობის მოწმობა და ცნობა სამუშაო ადგილიდან“, - წერს ე.წ. სამინისტრო.

აღსანიშნავია, რომ ე.წ-მა თავდაცვის სამინისტრომ ეს განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც ცნობილი გახდა, რომ ზემო როკის ე.წ. გამშვებ პუნქტზე ცხინვალში დაბრუნების მსურველ ადგილობრივ მოქალაქეებს, რუსეთის წარმომადგენლებმა სამხედრო-სამობილიზაციო უწყებები გადასცეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics