16:43 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-28 16:43:24, 951 ნახვა

პოლიტიკა
დაცული ტერიტორიების სააგენტოში, გარემოსდაცვითი არასამთავრებო ორგანიზაციების ჩართულობით, საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა

საბჭოს მიერ განხილული ძირითადი საკითხები მოიცავდა რაჭის და შიდა ქართლის რეგიონებში ახალი დაცული ტერიტორიების დაარსებას, მტირალას ეროვნული პარკის დემარკაციას, ასევე პირიქითა ხევსურეთის ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის დაარსების შესაძლებლობებს.

საბჭოს წევრებს შორის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლების გარდა, გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან, მათ შორის, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF), სახეობათა კონსერვაციის ცენტრი ,,ნაკრესი“, კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი - CENN, „საბუკო“, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი  ცენტრი - REC Caucasus.

საბჭოს წევრებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს რაჭაში ეროვნული პარკის დაარსების საკითხზე. აღინიშნა, რომ რაჭის რეგიონში დაცული ტერიტორიების შექმნა მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. რაჭის დაცული ტერიტორიების დაარსების შედეგად უზრუნველყოფილი იქნება რეგიონში არსებული ბიომრავალფეროვნების, ლანდშაფტების და ეკოსისტემების დაცვა/შენარჩუნება და ასევე მოხდება ეკოტურიზმის განვითარება, რაც დადებითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. აღინიშნა, რომ სამომავლოდ გაგრძელდება რაჭის რეგიონში დაცული ტერიტორიების გაფართოების მიმართულებით მუშაობა, როგორც ონის, ასევე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ფარგლებში.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს საკონსულტაციო საბჭო წარმოადგენს სათათბირო ორგანოს, სადაც არასამთავრობო სექტორის ჩართულობით, მაქსიმალური გამჭირვალობით ხდება დაგეგმილი და მიმდინარე პოექტების განხილვა, ასევე პრობლემურ საკითხებზე ერთობლივი ღონისძიებების გატარება, საზოგადოების ჩართულობა, მათი მონაწილეობის მექანიზმების გაუმჯობესება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში სპეციალურ შეთავაზებასა - 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
სებ: EU-ის მიერ სანქცირებული 3 სუბიექტი არ წარმოადგენს სებ-ის მიერ რეგულირებულ სუბიექტებს
შსს: კახეთში შვილმა მამა მოკლა, ცხედარი სახლის ეზოში დამარხა - ის დააკავეს
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics