17:38 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-26 16:47:05, 1213 ნახვა

პოლიტიკა
ზარქუა - „ნაცმოძრაობას“ ერთს ვთხოვდი - ხაბეიშვილს ხელი არ მოხვდეს და რომან გოცირიძეს შეურაცხყოფა არ მიაყენონ

როგორც ჩემთვის ცნობილია, სამი კლანია დაპირისპირებული - მელიას, მერაბიშვილის კლანები. ასევეა ახალაღმოცენებული რაღაც ჯგუფი, რომლებიც ერთმანეთს დაეტაკნენ. - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა,ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთს სთხოვდა, ლევან ხაბეიშვილს ხელი არ მოხვდეს და რომან გოცირიძეს შეურაცხყოფა არ მიაყენონ, რადგან აკადემიური კაცია.

„როგორც ჩემთვის ცნობილია, სამი კლანია დაპირისპირებული – მელიას, მერაბიშვილის კლანები. ასევეა ახალაღმოცენებული რაღაც ჯგუფი, რომლებიც ერთმანეთს დაეტაკნენ. რეიტინგი არ აქვთ და ამას ერთმანეთს აბრალებენ. მათი პრობლემაა, რომ არასწორ მესიჯებზე აკეთებენ აქცენტირებას, რაც ჩვენს მოსახლეობას არ აწუხებს. როცა ადეკვატურები იქნებიან, ალბათ, ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას დაუბრუნდებიან. რამდენიმე დღის წინ გითხარით, რომ ხელჩართული ჩხუბი იყო-თქო და უარყვეს. ეს კონკრეტულმა დაზარალებულმა თქვა. არ ვიცი, მას მოხვდა მეტი, თუ სხვას. მან თქვა, რომ თურმე, შეხლა-შემოხლა ყოფილა. ეს არის აბსურდის თეატრი. აქამდე პროვოკაციას ქვეყანას უწყობდნენ და ეს ბუმერანგივით უკან დაუბრუნდათ და ერთმანეთში არკვიონ. მათ ერთს ვთხოვდი – „ხაბეს“ ხელი არ მოხვდეს და რომან გოცირიძეს შეურაცხყოფა არ მიაყენონ, რადგან აკადემიური კაცია“. - ნათქვამია განცხადებაში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
რუსეთის ძალებმა კიევის რეგიონს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, იყო აფეთქებები
ოპერის მიმდებარედ მშენებარე სასტუმროდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა
„საქართველოს ბანკის“ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში სპეციალურ შეთავაზებასა - 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics