17:38 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-24 15:01:55, 1668 ნახვა

პოლიტიკა
ბაიდენი - მოკავშირეებთან ერთად რუსეთისთვის დამატებითი ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე ვიმუშავებთ

ვაშინგტონი მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე მუშაობს. - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს უნდა იყოს სწრაფი და ეკონომიკური სანქციები, რომელიც იმუშავებს.

"ვაშინგტონი მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად რუსეთისთვის დამატებით სწრაფი და ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე იმუშავებს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
რუსეთის ძალებმა კიევის რეგიონს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, იყო აფეთქებები
ოპერის მიმდებარედ მშენებარე სასტუმროდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა
„საქართველოს ბანკის“ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში სპეციალურ შეთავაზებასა - 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics