23:25 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-12 15:51:35, 1048 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - ისეთი მსუბუქი ყოფაქცევის პარტია, როგორიც არის „ნაცმოძრაობა“, მსოფლიოში არ არსებობს

ისეთი მსუბუქი ყოფაქცევის პარტია, როგორიც არის „ნაცმოძრაობა“, მსოფლიოში არ არსებობს,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, მმართველი პარტია ცდილობს, რომ საქართველოს ინტერესები გაატაროს, რასაც ოპოზიცია "რუსულ ინტერესებს არქმევს". 

"ისეთი მსუბუქი ყოფაქცევის პარტია, როგორიც არის „ნაცმოძრაობა“, მსოფლიოში არ არსებობს. ხან რომელ ქვეყანას უწოდებენ მტრულს და ხან რომელს მოყვარეს. ამას არ აქვს მნიშვნელობა. აგენტი - აგენტია. მტრის ინტერესების გამტარებელი კიდევ უარესია და ბევრად ნაკლები არ არის სხვა ნებისმიერი ქვეყნის ინტერესების გამტარებელზე. ისინი ყოველთვის ცდილობენ, როდის როგორ აწყობთ, იმ ქვეყნის ინტერესი გაატარონ. ჩვენ ვცდილობთ სხვა რამეს, რომ საქართველოს ინტერესებიდან გადმოვიდეთ. ისინი მერე პიარულად, რუსულ ინტერესებს არქმევენ",- განაცხადა მდინარაძემ. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics