15:16 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-08 10:47:02, 1134 ნახვა

საზოგადოება
შსს - დავაკავეთ სომხეთის ორი მოქალაქე, რომლებმაც საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთეს და 12 შეკვრა ნარკოტიკი შემოიტანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, წითელი ხიდის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "სადახლოს" დასაცავ მონაკვეთზე, სომხეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს.

მათ ბრალად საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთა, ასევე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანა ედებათ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით, ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს სახელმწიფო საზღვარი და მართლსაწინააღმდეგოდ შემოიტანეს 12 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაულები 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics