03:54 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-05 09:57:04, 1318 ნახვა

პოლიტიკა
ფოტიგა - უკრაინის გამარჯვება ასევე გადამწყვეტი იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად

რუსეთის დაუსჯელობა, რომელიც 2008 წელს საქართველოში შეჭრას მოჰყვა, არის ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც საშუალება მისცა რუსეთს შეჭრილიყო უკრაინაში, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა სოციალურ ქსელში წერს. 

მისი თქმით, უკრაინის გამარჯვება დონბასს და ყირიმს თავისუფლებას მოუტანს, მაგრამ ასევე გადამწყვეტი იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.

"რუსეთის დაუსჯელობა, რომელიც 2008 წელს საქართველოში შეჭრას მოჰყვა, არის ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც საშუალება მისცა რუსეთს შეჭრილიყო უკრაინაში. უკანონო საოკუპაციო ხაზზე ოძისში ვიყავი. უკრაინის გამარჯვება დონბასს და ყირიმს თავისუფლებას მოუტანს, მაგრამ ასევე გადამწყვეტი იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად",- წერს ფოტიგა. 

შეგახსენებთ, რომ უცხოელი დიპლომატები საქართველოში  ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია "დიდება უკრაინას!" ფარგლებში ჩამოვიდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics