19:03 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-24 13:48:11, 1242 ნახვა

საზოგადოება
კომუნიკაციების კომისია - ინტერნეტ სივრცეში მოპარული კონტენტის გავრცელება კანონით აკრძალულია

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, ინტერნეტ სივრცეში მოპარული კონტენტის გავრცელება კანონით აკრძალულია. 

კომუნიკაციების კომისიამ ვებგვერდების წარმომადგენლებს თითქმის ორწლიანი ვადა მისცა იმისთვის, რომ საკუთარ პლატფორმებზე განთავსებული კონტენტი კანონთან შესაბამისობაში მოეყვანათ და ლეგალურად განეთავსებინათ.

იმ ვებგვერდებთან დაკავშირებით,  რომლებმაც კომისიის მოთხოვნის მიუხედავად არ ამოიღეს საკუთარი პლატფორმიდან არალეგალური კონტენტი, კომისიამ უკვე მიმართა ინტერნეტ სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ვალდებულნი არიან მოახდინონ რეაგირება და მიიღონ შესაბამისი ზომები მისი აღმოფხვრის მიზნით.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ნოემბერში ამერიკის კინოსტუდიების მიერ კომუნიკაციების კომისიისთვის გამოგზავნილ წერილში, სწორედ კომისიის როლსა და მიღწეულ შედეგებზე იყო საუბარი, რისთვისაც ორგანიზაციამ კომუნიკაციების კომისიას მადლობა გადაუხადა და მაუწყებლების შემდეგ ინტერნეტ სივრცის არალეგალური კონტენტისგან გასუფთავებაში დახმარება სთხოვა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics