11:19 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-19 15:26:09, 1351 ნახვა

მსოფლიო
ბრიტანეთის დაზვერვის ხელმძღვანელი - პუტინმა სრულად წააგო საიფორმაციო ომი უკრაინაში და დასავლეთში

პუტინმა სრულად წააგო საიფორმაციო ომი უკრაინაში და დასავლეთში,-ამის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვის ხელმძღვანელმა, ჯერემი ფლემინგმა განაცხადა.

მისი თქმით, ნახევარი წლის შემდეგ, ნათელი გახდა, რომ რუსეთი უკრაინაში ჩაფლავდა არა მხოლოდ ქვეყნის ფიზიკურად აღების მცდელობით, არამედ ვირტუალური შეტევის გეგმითაც.

„შეჭრიდან ნახევარი წლის შემდეგ, ჩვენთვის ნათელია, რომ უკრაინაში ჩაფლავდა არა მხოლოდ ქვეყნის ფიზიკურად აღების მცდელობა, არამედ ვირტუალური შეტევის გეგმაც. პრეზიდენტმა პუტინმა სრულად წააგო საიფორმაციო ომი უკრაინაში და დასავლეთში. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის სიხარულის მიზეზი, ჩვენ არ უნდა შევაფასოთ როგორ მუშაობენ რუსი პროპაგანდისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში",- განაცხადა ფლემინგმა.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ".

რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics