20:14 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-18 12:30:48, 959 ნახვა

საზოგადოება
ქვემო სამგორში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სკვერის რეაბილიტაცია სრულდება

სამგორის რაიონში, 31-ე ქარხანასთან, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N162-ის მიმდებარედ, სკვერის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები სრულდება.

პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 12 800 კვ. მ ფართობი ტერიტორია კეთილმოეწყო.

სკვერში განთავსდა საბავშვო მოედანი სხვადასხვა ატრაქციონით; დამონტაჟდა ურნები, საბაღე და საქანელა სკამები; საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა. ასევე, მოეწყო ცხოველების გასასეირნებელი სივრცე; დამონტაჟდა გარე განათების სისტემა და ტერიტორია დამცავი ღობით შემოიფარგლა.  

აღნიშნულ მისამართზე კომბინირებული ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყო. ასევე,  გამწვანების სამუშაოების ჩატარება იგეგმება.

პროექტისთვის, რომელიც გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ შპს „ალგე ჯგუფი“ შეასრულა, ბიუჯეტიდან 1 407 843 ლარი გამოიყო.

მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი,  სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და  საქართველოს პარლამენტში სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი სოზარ სუბარი  ადგილზე გაეცნენ.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics