|
2022-08-15 14:21:02, 1198 ნახვა
მსოფლიო
The Washington Post - რუსეთი უკრაინას ათობით ტრილიონი ღირებულების ბუნებრივ რესურსს პარავს
რუსეთი იპარავს არა მხოლოდ უკრაინულ მარცვლეულსა და ლითონს, არამედ წიაღისეულით მდიდარ ტერიტორიებსაც,- ამის შესახებ ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, რუსეთმა მოიპოვა კონტროლი ევროპის ყველაზე მინერალებით მდიდარ მიწებზე. „უკრაინას აქვს ტიტანისა და რკინის მადნის მსოფლიოში ყველაზე დიდი მარაგი, გამოუყენებელი ლითიუმისა და ნახშირის უზარმაზარი საბადოები. ერთობლივად, ისინი ათობით ტრილიონი დოლარი ღირს”,- წერს გამოცემა. ამრიგად, ქვანახშირის საბადოების წილი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში უკრაინაში ყველაზე მნიშვნელოვან ფოლადის მრეწველობას წარმოადგენდა, კონცენტრირებულია აღმოსავლეთში, მოსკოვის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათივე ცნობით, ახლა რუსეთს სურს ეკონომიკის განვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ამისთვის ის ეცდება განაახლოს მადნის მოპოვება და მარიუპოლში მეტალურგიული ქარხანაც კი გახსნას. „ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეკონომიკის აღორძინების მცდელობისას, რუსეთმა შეიძლება სცადოს განაახლოს სამთო და ფოლადის წარმოება, როგორც ეს გაკეთდა ოკუპირებული მარიუპოლის ორი დიდი ფოლადის ქარხნიდან ერთ-ერთში. მათ შორის, წინა მყიდველებთან წვდომის გარეშე და ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა შეძლოს მაინინგისთვის საჭირო ინვესტიციების მოზიდვა“,- წერს The Washington Post-ი. შეგახსენებთ, რომ ამერიკელი ოფიციალური პირების და ISPR-ის ანალიტიკოსების ჯგუფმა, გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც რუსული ლითონისა და მარცვლეულის ძარცვის სულ მცირე 50 შემთხვევის მტკიცებულება შეგროვდა. ჯგუფის თქმით, ეს ძარცვა არღვევს ჟენევის კონვენციის ერთდროულად სამ მუხლს. ამასთან, ისინი ამჟამად მუშაობენ სამართლებრივ მექანიზმებზე, რომლებიც უკრაინას საშუალებას მისცემს მიიღოს რუსეთის ფედერაციის გაყინული აქტივები შეერთებულ შტატებში რეპარაციის სახით. გარდა ამისა, რუსეთმა უკვე მოიპარა და როსტოვში გადაიყვანა აზოვსტალისა და MMKI ქარხნებში წარმოებული მინიმუმ სამი ხომალდი.
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)