12:54 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-07 13:17:47, 954 ნახვა

პოლიტიკა
მელია - თუ ჩავბარდებით ოკუპანტებს და არ ვივარგებთ, ჩვენი გმირების დაღვრილი სისხლი შეიძლება ამაოდ იქცეს

თუ ჩვენ ჩავბარდებით ოკუპანტებს და არ ვივარგებთ, ჩვენი გმირი თანამოქლაქეების დაღვრილი სისხლი ნამდვილად შეიძლება იქცეს ამაოდ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე კომენტარის გაკეთებისას განაცხადა. 

მისი თქმით, იდეოლოგიური ბრძოლა არის კრემლის მხრიდან წამროებული და ერთ-ერთი კომპნენტი გულისხმობს, რომ გმირების თავდადებას ჩრდილი მიაყენონ. 

"თუ ჩვენ ჩავბარდებით ოკუპანტებს და არ ვივარგებთ, ჩვენი გმირი თანამოქლაქეების დაღვრილი სისხლი ნამდვილად შეიძლება იქცეს ამაოდ. მათი გეგმით და მათი მოკავშირეების გეგმით, წლების შემდეგ, არც 7 აგვისტოს და არც 8 აგვისტოს, აქ ასე არავინ უნდა მოვიდეს ჩვენი ბიჭების წინაშე ქედის მოსახრელად. ეს არის ჩანაფიქრი, იდეოლოგიური ბრძოლა არის კრემლის მხრიდან წამროებული და ერთ-ერრთი კომპნენტი სწორედ გულისხმობს, რომ გმირების თავდადებას ჩრდილი მიაყენონ",- განაცხადა მელიამ. 

2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა. ის საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას წარმოადგენს, რომელმაც ქვეყანას უმძიმესი შედეგები მოუტანა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკოლოზ კაპანაძეს, რომელმაც შანიძეზე 4 პირი დაჭრა პატიმრობა შეეფარდა
რომან გოცირიძე: კრიპტოვალუტის ფერმები საქართველოს ელექტროენერგიის დაახლოებით 6%-ს მოიხმარენ
BOG და UNFPA მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრას გამართავენ
ელექტროენერგიის მიწოდება მთელ ქვეყანაში სრულად აღდგა - სსე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics