|
2022-07-31 12:21:40, 1183 ნახვა
მსოფლიო
ბრიტანეთის დაზვერვა - პუტინი ლუკაშენკოზე ზეწოლას აძლიერებს
ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო თითქმის მთლიანად რუსეთზე დამოკიდებული გახდა და მისი განცხადებები „კიევის ვალის“ შესახებ კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მიერ ბელორუსის დიქტატორზე მზარდი ზეწოლის შესახებ.ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშში. დაზვერვის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ლუკაშენკო აგრძელებს მოსკოვის პოზიციების დაცვას უკრაინის წინააღმდეგ ომში. მან 21 ივლისს განაცხადა, რომ კიევმა უნდა მიიღოს რუსეთის მოთხოვნები ომის შეწყვეტის შესახებ. "მისი რეჟიმი სულ უფრო ავტორიტარული ხდება "ტერორისტული აქტების მომზადებისთვის" სიკვდილით დასჯის შემოღებით. მისი სულ უფრო ხშირი და უსაფუძვლო ბრალდებები დასავლეთის გეგმებზე ბელორუსსა და უკრაინაზე, სავარაუდოდ იმაზე მეტყველებს, რომ ის თითქმის მთლიანად რუსეთზე გახდა დამოკიდებული", - აცხადებენ ბრიტანელი დაზვერვის ანალიტიკოსები. ჩერნიგოვის სამხედრო შტაბის თავმჯდომარის ვიაჩესლავ ჩაუსის თქმით, ახლა ბელორუსის ტერიტორიიდან ჩერნიგოვის რეგიონში სახმელეთო შეტევის საფრთხეა და ისინი ამისთვის ემზადებიან . შეჭრის შემთხვევაში ადგილობრივ ხელისუფლებას და სამხედროებს აქვთ საპასუხო გეგმა, რომლის დეტალები არ გახმაურებულა. UNIAN ასევე იტყობინება, რომ ბელორუსის თავდაცვის სამინისტრომ განაგრძო სამხედრო წვრთნები მინიმუმ 2022 წლის 6 აგვისტომდე. ვარჯიშების გაგრძელების საერთო რაოდენობა უკვე 14 კვირაა.ბელორუსის არმია უფრო მომზადებული გახდა თავდაცვითი ოპერაციებისთვის, თუმცა რეალური საბრძოლო გამოცდილების არქონის გამო ჯერ კიდევ არ არის მზად ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაციებისთვის.
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)