|
2022-07-26 14:24:51, 1031 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - რას ნიშნავს თმენის ვალდებულება? როდესაც მაგინებენ, მე ვუყურო რა ლამაზად მაგინებთ?
რას ნიშნავს თმენის ვალდებულება? როდესაც მაგინებენ, მე ვუყურო რა ლამაზად მაგინებთ?,- ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტს შორის მომხდარ ინციდენტს. კახა კალაძის შეფასებით, დროა მედიამ გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა და პიროვნული შეურაცხყოფის ნაცვლად, ნებისმიერ პოლიტიკოსს, რაც გინდა მიუღებელი იყოს მისთვის, პატივისცემით მოეკიდოს. „ვგმობ დამოკიდებულებას, რასაც ჟურნალისტების ნაწილის მხრიდან ვაწყდებით. ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთპატივისცემა. შეიძლება არ მოგწონდეს კონკრეტული პოლიტიკოსი, არ ემხრობოდე მის ნაბიჯებს, მაგრამ პირადი შეურაცხყოფა, ოჯახის შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია. ყველაფერზე წინ უნდა დავაყენოთ ურთიერთპატივისცემა. როდესაც ხარ ჟურნალისტი და რესპონდენტს შეურაცხყოფას აყენებ, რაც გინდა არ მოგწონდეს ის, ეს არ არის მისაღები, არ არის სწორი და ძალიან ცუდია. ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ იყოს ურთიერთპატივისცემა პირველ რიგში. მერწმუნეთ, ასეთ შემთხვევაში ჩვენგანაც იქნება ათასჯერ მეტი პატივისცემა და სიყვარული. დროა, ყველამ გადავაბიჯოთ ამ სირთულეებს, რადგან არავისთვის არ არის მისასალმებელი ოჯახის შეურაცხყოფა. თუ ფიქრობთ იმას, რომ მედიამ შეურაცხყოფა გვაყენოს და ჩვენ თავდახრილები ვიდგეთ, ეს არასწორია. რას ნიშნავს თმენის ვალდებულება? როდესაც მაგინებენ, მე ვუყურო რა ლამაზად მაგინებთ?“ -განაცხადა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას. შეგახსენებთ, რომ გუშინ ირაკლი კობახიძეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა სთხოვა, შეეფასებინა დავით არახამიას გუშინდელი განცხადება იმაზე, რომ "კობახიძის მამა "კაგებეშნიკია", რაზეც მან ჯერ არახამიას უწოდა არაკაცი, შემდეგ კი ჟურნალისტს მიაყენა შეურაცხყოფა.
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)