15:40 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-24 18:48:45, 1688 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის საგრეო - უკრაინასთან მოლაპარაკებების განახლების შესახებ, წინასწარ შექმნილი ცუდი დამოკიდებულება არ გვაქვს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთს არ აქვს წინასწარ შექმნილი ცუდი დამოკიდებულება უკრაინასთან მოლაპარაკებების განახლების შესახებ.

მისივე თქმით, უკრაინული მხარე რუსეთთან საუბარს მხოლოდ გამარჯვების შემდეგ გეგმავს.

„ჩვენ არ გვაქვს წინასწარ შექმნილი ცუდი დამოკიდებულება მოლაპარაკებების განახლებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული, რადგან უკრაინის ხელისუფლება, პრეზიდენტი, გამუდმებით ამბობს, რომ მოლაპარაკებები არ იქნება, ვიდრე უკრაინა არ დაამარცხებს რუსეთს“, - განაცხადა ლავროვმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ,  რუსეთმა უარყო უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების პერსპექტივა, იმ მიზეზით, რომ ეს პროცესი არ არის  "სერიოზული ხალხის ყურადღების ღირსი".

 რუსეთის საგარეო სქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თქმით, ჩატარებულმა მოლაპარაკებებმა ცხადყო, რომ  უკრაინას „ სერიოზული განხილვის სურვილი არ ჰქონდა“. 

"ისინი უბრალოდ ვერასდროს შეძლებენ ისეთი რამის გადმოცემას, რაც სერიოზული ადამიანების სერიოზულ ყურადღებას დაიმსახურებს.სამშვიდობო მოლაპარაკებებს არავითარი აზრი არ აქვს არსებულ ვითარებაში,"- განაცხადა ლავროვმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics