03:39 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-22 12:29:51, 733 ნახვა

საზოგადოება
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ქართული ჯარის კვების რაციონს გაეცნენ

არასამთავრობო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ იმყოფებოდნენ, სადაც მათ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ უმასპინძლა. უმაღლესი სტანდარტებით აშენებულ ახალ სასადილოში სტუმრები ჯარისკაცის კვებითი მომსახურების პირობებსა და მრავალფეროვან რაციონს გაეცნენ. არასამთავრობო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა სამხედროებთან ერთად „ჯარისკაცის ულუფაც“ დააგემოვნეს.

სამხედროების კვებითი მომსახურების სტანდარტებს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ქართული ჯარი უმაღლესი ხარისხის პროდუქტით, მათ შორის უმაღლესი ხარისხის ქართული, გაუყინავი საქონლისა და ღორის ხორცით მარაგდება. პროდუქტის ხარისხსა და სასადილოებს თავდაცვის სამინისტროს სტანდარტიზაციისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი, სურსათის ეროვნული სააგენტო და სამხედრო პოლიცია ამოწმებს. თავდაცვის ძალების ყველა სამხედრო ნაწილში განახლებულია სასადილო და კვების ობიექტები. ინფრასტრუქტურა აღჭურვილია უახლესი ტექნიკით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები კრწანისში „თავდაცვის უმაღლესი კურსის“ ფარგლებში იმყოფებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics