18:08 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-21 23:09:17, 652 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ აზარაშვილი: „თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები კვლავ იაფი იქნება“

„დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი, თითქოს, თურქეთის ბაზრის გახსნის პროექტი კოლაფსის ზღვარზეა. სამწუხაროდ, ეს არის ქვეყნის მტრობა“, - ასე გამოეხმაურა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას.

როგორც ზურაბ აზარაშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში აღნიშნა, 2022 წლის იანვრიდან, საქართველოს მოქალაქეებმა, მედიკამენტებზე 50 მილიონზე მეტი დაზოგეს, შესაბამისად, მათი ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდა. რაც შეეხება თურქეთში, მედიკამენტებზე ფასების მატებას, მინისტრის განცხადებით, საქართველოში, თურქეთიდან შემოტანილ მედიკამენტები  არ გაძვირდება.  

„თურქეთში, ფასების კორექტირება, პერიოდულად, ხდება და ეს აჟიოტაჟის საფუძველი ნამდვილად არ უნდა იყოს. ზუსტად იგივე მოხდა 2022 წლის თებერვალში, მაგრამ საერთოდ არ ასახულა თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტების ფასებზე. ახლაც ასე დაკორექტირდა ლირის ფარმაცევტული კურსი ევროსთან მიმართებით. საქართველოში ამას არანაირი ეფექტი არ შეიძლება ჰქონდეს, რადგან, რეალურად, ფასების კორექტირება თურქეთში, ადგილზე ხდება, საქართველოში კი, მომხმარებელი, ამ მედიკამენტებს ლარში ყიდულობს“.

ზურაბ აზარაშვილმა თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ხარისხზეც ისაუბრა  და აღნიშნა, რომ ყველა დასახელების წამალი სრულად აკმაყოფილებს GDP და GMP საერთაშორისო სტანდარტებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics