19:04 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-20 15:46:27, 979 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - სოსო გოგაშვილსა და „ნაცმოძრაობას“ შორის რომ კავშირები არსებობდა, დღესავით ნათელია

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სოსო გოგაშვილსა და „ნაცმოძრაობას“ შორის კავშირები არსებობდა.

„მას პირდაპირი კავშირი ჰქონდა „ნაცმოძრაობის“ კუთვნილ მედიასაშუალებებთან. რას ეფუძნებოდა ეს, არ ვიცოდით, ახლა რაღაც ეჭვები გაჩნდა და არის რაღაც მტკიცებულებები. ამით უნდა დაინტერესდეს ყველა, მათ შორის შეიძლება დაინტერესდეს გამოძიება“, - აცხადებს კობახიძე.

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, სასამართლო სხდომა დახურულად წარიმართება. სუს-ის ინფორმაციით, გოგაშვილის საქმეზე, მისი პირადი და ოჯახის წევრების კუთვნილი 8 სახლი და 4 მანქანა გაჩხრიკეს - ამოღებულია იარაღი, ტექნიკა და სახელმწიფო საიდუმლოებისა და პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტები.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics