19:04 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-20 15:33:40, 671 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ბიძინა ივანიშვილს არ მიესადაგება ოლიგარქის ცნება, მაგრამ მიესადაგება არაერთ ისეთ პირს, რომელიც აფინანსებს ოპოზიციას

ფაქტებით დადასტურებულია, რომ  ბიძინა ივანიშვილს არ მიესადაგება ოლიგარქის  ცნება - ერთია თანხა, მაგრამ არის სხვა კრიტერიუმები, ეს არის პოლიტიკაზე გავლენა, მედიაზე გავლენა, ამ შემთხვევაში სწორედ ეს კრიტერიუმები არ არის სახეზე - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ხვალ შეხვდება თბილისში მყოფ  ევროპარლამენტარებს და საუბარი შეეხება ყველა თემას,  მათ შორის დეოლიგარქიზაციასაც. 

„ხვალ მაქვს შეხვედრა ევროპარლამენტარებთან, რომლებიც ჩამოსული არიან თბილისში, ყველა თემაზე გვექნება საუბარი,  ჩვენს ხედვებთან, 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებასთან, მათ შორის დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით.   ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი მოსაზრებების მოსმენა ამაზე. ჩვენ მათ გავაცნობთ რეალურ სიტუაციას, მათ შორის მტკიცებულებების დონეზე, ვის შეუძლია მიესადაგოს მაგალითად ოლიგარქის უკრაინული ცნება და ვის არა.  მე რამდენჯერმე უკვე ვთქვი და ფაქტებით დადასტურებულია, რომ  ბიძინა ივანიშვილს არ მიესადაგება ეს ცნება - ერთია თანხა, მაგრამ არის სხვა კრიტერიუმები, ეს არის პოლიტიკაზე გავლენა, მედიაზე გავლენა და ამ შემთხვევაში სწორედ ეს კრიტერიუმები არ არის სახეზე. აქედან გამომდინარე, არაერთხელ ვთქვით და კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ბიძინა ივანიშვილს არ მიესადაგება ოლიგარქის ცნება, მაგრამ ეს ცნება მიესადაგება არაერთ ისეთ პირს, რომელიც აფინანსებს ოპოზიციას“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics