19:54 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-19 16:25:04, 829 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძაზე - სერიოზული განცხადებაა, იმედი მაქვს, ამ საკითხში საგარეო უწყება ჩაერთვება და დიპლომატიური ხაზებით მოხდება ამ საკითხის გარკვევა

თავისთავად, ეს ძალიან სერიოზული განცხადებაა და რა თქმა უნდა, სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ  
საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ საკითხში ჩაერთვება და დიპლომატიური ხაზებით მოხდება ამ საკითხის გარკვევა.

„თავისთავად, ეს ძალიან სერიოზული განცხადებაა და რა თქმა უნდა, სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. იმედი მაქვს, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ საკითხში ჩაერთვება და დიპლომატიური ხაზებით მოხდება ამ საკითხის გარკვევა. ის, რაც ჩვენ მოსამართლისგან მოვისმინეთ, თავისთავად მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხში სიცხადე შევიდეს. ჯერჯერობით, ვხედავთ, რომ სიცხადე შეტანილი არ არის. ამიტომ, ვნახოთ, ალბათ, განმარტებები იქნება“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, ისმის თუ არა როგორც სახელისუფლებო შტოდან, ასევე სასამართლოდან ანტიევროპული და ანტიამერიკული განცხადებები, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მოსამართლის განცხადებაში „არაფერი ანტიდასავლური არ არის“.
„რას ეძახით ანტიდასავლურ განცხადებებს არ ვიცი. თუ მოსამართლის განცხადებებს გულისხმობთ, არ ვიცი, ამ განცხადებაში ანტიდასავლური რა არის“. - განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ  მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics