16:58 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-19 12:27:20, 719 ნახვა

მსოფლიო
რუსეთმა უკრაინელი ჟურნალისტი, დმიტრი გორდონი ძებნილთა სიაში შეიყვანა

უკრაინელი ჟურნალისტი, დმიტრი გორდონი რუსეთის ფედერალურ ძებნილთა სიაშია შეყვანილი. ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული სააგენტო "რია ნოვოსტი" შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით იუწყება.

გორდონზე ძებნა სისხლის სამართლის საქმეზე გამოაცხადდა, თუმცა, რომელი მუხლით არის საქმე გახსნილი, უცნობია.

შეგახსენებთ, რომ მარტში რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე დმიტრი გორდონის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, "ომის გაჩაღების საჯარო მოწოდებების, სიძულვილის გაღვივებისა და რუსული არმიის შესახებ ყალბების გავრცელების" შესახებ.

აპრილში გორდონი იმ ორგანიზაციებისა და პირების სიაში მოხვდა, რომლებიც ექსტრემისტულ საქმიანობაში ან ტერორიზმში ჩართულნი არიან მიჩნეული.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics