|
2022-07-18 16:50:24, 1108 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი უკრაინის შეიარაღებისთვის 500 მლნ ევროს ტრანშზე შეთანხმდა
ევროკავშირი უკრაინის შეიარაღებისთვის მეხუთე ტრანშზე შეთანხმდა, რაც 500 მილიონი ევროს ოდენობით დახმარებას გულისხმობს. ამის შესახებ ევროსაბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი Twitter-ზე წერს. „ევროპა აგრძელებს მშვიდობის უზრუნველყოფას და ჩვენი ფასეულობების დაცვას. მივესალმები ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკურ შეთანხმებას უკრაინის ევროპული მშვიდობის ფონდის მეხუთე ტრანშის შესახებ. უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო აღჭურვილობისთვის ევროკავშირის მხარდაჭერა ახლა შეადგენს 2,5 მილიარდ ევროს“, - აღნიშნა მიშელმა. შეგახსენებთ, რომ 16 მაისს ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ უკრაინის შეიარაღებისთვის დახმარების მეოთხე ტრანშის 500 მილიონი ევროს ოდენობის გამოყოფაზე, 24 მაისს კი საბოლოოდ დაამტკიცა ეს გადაწყვეტილება. ამგვარად, იმ დროისთვის, ევროკავშირის მხრიდან უკრაინის იარაღის ჯამური დახმარება 2 მილიარდ ევრომდე გაიზარდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)