19:53 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-16 13:09:17, 1090 ნახვა

პოლიტიკა
თბილისი „ანგელოზ ინვესტორთა“ მე-3 საერთაშორისო სამიტს მასპინძლობს

ქართული კომპანიებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენის, ინვესტიციების მოზიდვისა  და ევროპის ქვეყნებთან ბიზნესკავშირების გაღრმავების მიზნით, თბილისი უკვე მესამედ „ანგელოზ ინვესტორთა“ საერთაშორისო სამიტს მასპინძლობს.

ღონისძიება 15-16 ივლისს იმართება და ორგანიზებულია თბილისის მერიისა და ევროკავშირის ერთობლივი ბიზნეს აქსელერატორ “სპარკის”,  საქართველოს „ანგელოზ ინვესტორთა“ ქსელ “აქსელის” და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ, “აჭარა ჯგუფის”, Grant Thornton Georgia-სა და Noxtton-ის მხარდაჭერით.
სამიტის ფარგლებში, საქართველოს ეწვივნენ ევროპის „ანგელოზ ინვესტორთა ქსელის“ (EBAN) წარმომადგენლები და ინვესტორები საბერძნეთიდან, სლოვენიიდან, საფრანგეთიდან და ესტონეთიდან.

ვიზიტის მიზანია, საქართველოში „ანგელოზი ინვესტორების“ კულტურის გაძლიერება და თბილისის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაცია, ინვესტორების დაინტერესებისა და ადგილობრივი ბიზნესისთვის დამატებითი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნის გზით.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics