00:01 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-09 14:25:06, 1374 ნახვა

პოლიტიკა
ვერეშჩუკი - ჩვენი შეიარაღებული ძალები დეოკუპაციას აპირებს, იქნება უზარმაზარი ბრძოლა

ჩვენი შეიარაღებული ძალები დეოკუპაციას აპირებს, იქნება უზარმაზარი ბრძოლა. - განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა.

მისივე თქმით,  ხერსონის ან ზაპოროჟიეს რეგიონის ტერიტორიაზე ყოფნა ბევრად უარესი და საშიშია.

"რაც არ უნდა რთული იყოს ვითარება იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ახლა უკრაინის ხელისუფლება აკონტროლებს, ნებისმიერ შემთხვევაში, ხერსონის ან ზაპოროჟიეს რეგიონის ტერიტორიაზე ყოფნა ბევრად უარესი და საშიშია. რუსეთშიც რომ გადაასახლონ, ჩვენ მაინც ვიპოვით შესაძლებლობას, რომ ხალხს დაბრუნებაში დავეხმაროთ, ჩვენი შეიარაღებული ძალები დეოკუპაციას აპირებს. იქნება უზარმაზარი ბრძოლა. არავის შეშინება არ მინდა, ყველას ყველაფერი ისედაც ესმის". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics