19:11 - 07 Jul, 2026
|
2022-07-08 15:37:53, 1207 ნახვა
მსოფლიო
პესკოვი - რუსეთი უკრაინაში სამხედრო პოტენციალის მხოლოდ მცირე ნაწილს იყენებს
კიევისა და რუსეთის პოტენციალი შეუდარებელია,- ასე ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ქვეყნის მმართველის განცხადებას,რომ რუსეთს "ჯერ სერიოზულად არაფერი დაუწყია" უკრაინაში. პესკოვის თქმით, რუსეთი უკრაინაში სამხედრო პოტენციალის მხოლოდ მცირე ნაწილს იყენებს
„სახელმწიფოს მეთაურმა უპასუხა იმ განცხადებებს, რომლებიც ისმის დასავლეთის ქვეყნებისგან. კიევიდან, რომ კიევი ბრძოლის ველზე გამარჯვებას მიაღწევს. აქ პუტინმა შეგვახსენა, რომ ჩვენი პოტენციალი აბსოლუტურად შეუდარებელია. რუსეთის პოტენციალი ამ მხრივ იმდენად დიდია, რომ ამჟამად მისი მხოლოდ მცირე ნაწილია ჩართული სპეცოპერაციაში“, - განაცხადა პესკოვმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)