03:45 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-03 19:40:41, 1180 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტთან აქცია „შინ ევროპისკენ“ მიმდინარეობს - რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქცია „შინ ევროპისკენ“ დაიწყო. სამართალდამცავებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.

დღეს პროტესტი ახალ ეტაპზე გადავა - აქციის მონაწილეების ნაწილი გეგმავს, რომ არ დაიშალოს და პარლამენტის წინ ღამე გაათენოს. 

აქციის ორგანიზატორები მოძრაობა "სირცხვილიაა" და "შინ ევროპისკენ" არიან. 

"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ რუსთაველზე დავრჩეთ მთელი ღამე.  იმის მიუხედავად, რომ კარგი ამინდია, მაინც წამოიღეთ თბილი ტანსაცმელი. ადგილზე დაგხვდებათ საკვები ობიექტები ცხელი სასმელით",- ამის შესახებ მოძრაბა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა წევრმა გიგა მაქარაშვილმა განაცხადა.

სახალხო მოძრაობა "შინ ევროპისკენ" ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისგან მოითხოვს, რომ დათმოს აღმასრულებელი ხელისუფლება და სრულიად კონსტიტუციურად გადასცეს "ეროვნული თანხმობის მთავრობას - ევროკავშირისთვის".

მათივე ცნობით, ეროვნული თანხმობის მთავრობა გარდამავალ ეტაპზე შეასრულებს მთავრობის ფუნქციებს და ევროკომისიის მიერ დათქმულ 12 რეფორმას განახორციელებს, რაც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ავტომატურად მოუტანს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics