21:29 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-23 16:24:13, 877 ნახვა

მსოფლიო
პომპეო - რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ დაგეგმილი გენოციდია, პუტინის მიზანია შექმნას სსრკ-ს მსგავსი რუსული იმპერია

 რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ დაგეგმილი გენოციდია. პუტინის მიზანია შექმნას, ყოფილი სსრკ-ს მსგავსი რუსული იმპერია,- განაცხადა აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა და 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შესაძლო კანდიდატმა მაიკ პომპეომ.

მისივე თქმით,  ვლადიმერ პუტინის გეგმებში ასევე შედის ენერგორესურსების ხელში ჩაგდება ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ტერიტორიაზე და შემდგომ რუსული პირობები სდაწესება ენერგეტიკის სფეროში.

„პუტინის უკანონო, შეტევითი ომი წარმოადგენს დაგეგმილ გენოციდს, ანუ ხალხის მიზანმიმართულ განადგურებას, როგორც ეს განსაზღვრულია გაეროს წესდებაში 1948 წელს. ეს გამოიწვევს დიდ ეკონომიკურ ზარალს აშშ-სთვის და მსოფლიოსთვის,“, - განაცხადა პომპეომ.

მისი აზრით, ასეთი განვითარების თავიდან ასაცილებლად მხოლოდ ერთი გზა არსებობს: შეაჩეროს რუსეთის მცდელობა დონბასზე კონტროლის დამყარების კუთხით და გააგრძელოს უკრაინის ყოვლისმომცველი დახმარება.

„ამერიკას აქვს აბრამსის ტანკების დიდი მარაგი;  მნიშვნელოვანი ნაწილი დაუყოვნებლივ უნდა მომზადდეს უკრაინაში გადასაზიდად“, - განაცხადა პომპეომ.

მან ასევე მოითხოვა კიევისთვის ამერიკული წარმოების პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება და აღნიშნა, რომ ამჟამინდელი საბჭოთა პერიოდის S-300 სისტემები საკმარისი არ არის.

მაიკ პომპეო რესპუბლიკელია. ის 2018-21 წლებში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის პოსტს იკავებდა. მან ცოტა ხნის წინ მიანიშნა, რომ განიხილავს კანდიდატობას 2024 წლის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევბებში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics