|
2022-06-23 14:30:56, 1133 ნახვა
მსოფლიო
529 ხმა 45-ის წინააღმდეგ - ევროპულმა პარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ
ევროპულმა პარლამენტმა 529 ხმით 45-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა რეზოლუციას უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში უმაღლესი დონის შეხვედრაზე შეიკრიბნენ, რომლის დღის წესრიგის მთავარ საკითხს მოლდოვისა და უკრაინისათვის ბლოკის კანდიდატის სტატუსის მინიჭება წარმოადგენს. კავშირის 27-ვე წევრმა ქვეყანამ უნდა დაუჭიროს მხარი ამ ნაბიჯს, რომელიც, სავარაუდოდ, არანაირ წინააღმდეგობას არ წააწყდება 23-34 ივნისის სამიტზე. ხოლო საქართველოს სამიტზე აცნობებენ, რომ იგი კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც თბილისი რიგ პირობებს შეასრულებს. „ევროკავშირის საბჭო ცნობს უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. ამ ქვეყნებისა და მათი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირის ფარგლებშია“, - ნათქვამია სამიტის დასკვნით დეკლარაციაში, რომელსაც რადიო თავისუფლება გაეცნო.
ცნობისთვის, ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს უნდა მიეცეს ევროპული მომავლის საშუალება, მაგრამ კონკრეტული პირობებით, რომლის შესრულების შემთხვევაში მიეცემა კანდიდატის სტატუსი. აღსანიშნავია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი ყოველგვარი დათქმების გარეშე მიიღეს. კანდიდატის სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ბრიუსელში, 23-24 ივნისს დაგეგმილ სამიტზე მიიღებენ.
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)