|
2022-06-22 22:15:29, 1157 ნახვა
პოლიტიკა
იუკნევიჩიენე - ყოფილი პრეზიდენტისა და ოპოზიციური არხის ხელმძღვანელის გათავისუფლება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა ევროპულ გზაზე
ყოფილი პრეზიდენტისა და ოპოზიციური არხის ხელმძღვანელის გათავისუფლება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა ევროპულ გზაზე. - განაცხადა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ. მისივე თქმით, ორშაბათს, თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი დემონსტრაციით, თბილისიდან სიგნალი გამოგვიგზავნეს ქართველებმა, რომ ისინი მზად არიან, ევროპულ გზას გაყვნენ. "ორშაბათს, თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი დემონსტრაციით, თბილისიდან სიგნალი გამოგვიგზავნეს ქართველებმა, რომ ისინი მზად არიან, ევროპულ გზას გაყვნენ. მე მათ ვეუბნები - ჩვენ თქვენ გვერდით ვართ, ქართველებო. სამწუხაროდ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა რათა ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოსთვის უფრო მისაღები არ ყოფილიყო. მე მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკურ ელიტას, როგორც მთავრობას, ასევე ოპოზიციას, იპოვეთ ძალა, რომ მიჰყვეთ ევროპულ გზას. ყოფილი პრეზიდენტისა და ოპოზიციური არხის ხელმძღვანელის ციხიდან გათავისუფლება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა ევროპულ გზაზე". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ორ დღეში უნდა გახდეს ცნობილი ევროპარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირის სტატუსზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)