|
2022-06-22 19:09:12, 1100 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე - პრეზიდენტის ვეტო გაუგებარია, ამიტომ შემდეგ სესიაზე მოსმენების კანონს ჩვენ კვლავ მხარს დავუჭერთ
პრეზიდენტის ვეტო გაუგებარია, მოსმენების კანონს კვლავ მხარს დავუჭერთ. - განაცხადა "ქართული ოცნების" დეპუტატმა და ვიცესპიკერმა არჩილ თალაკვაძემ. მისივე თქმით, ეს კანონპროექტი 2-3 წლის განმავლობაში იყო განხილული ყველა დაინტერესებულ მხარესთან. "კანონპროექტი განიხილებოდა ყველა დაინტერესეულ მხარესთან, ის ზუსტად პასუხობს ყველა გამოწვევას, ამიტომ პრეზიდენტის ვეტო გაუგებარია, ვეტოს შემდეგ საკითხი უბრუნდება პარლამენტს, ჩვენ ერთხელ უკვე დავუჭირეთ მხარი და მივიღეთ ეს ცვლილებები პარლამენტში, რადგან არსებობს სათანადო არგუმენტაცია ამ ცვლილებებისთვის, რა თქმა უნდა, შემდეგ სესიაზე, როდესაც საკითხი პარლამენტს დაუბრუნდება, ჩვენ განვიხილავთ და მივიღებთ კვლავ მხარდამჭერ გადაწყვეტილებას" . ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა კანონს ვეტო დაადო, რომელიც ეხება მოსმენების გაფართოებას, ეს არის ნიშანი, რომ ის არ ეთანხმევა გადაწყვეტილებას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)